08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
ავღანეთში მასშტაბურ ავარიას 52 ადამიანი ემსხვერპლა

52 ადამიანი ემსხვერპლა მასშტაბურ ავარიას ავღანეთში. გაზნის პროვინციაში გზაზე ერთმანეთს საწვავის ტანკერი და ორი ავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც სამივე მანქანას ხანძარი გაუჩნდა. ავარიის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანიც დაშავდა, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაგისტრალი, რომელზეც ავარია მოხდა, ავღანეთის დედაქალაქს ყანტართან აკავშირებს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მძღოლის დაუდევრობა გახდა.

დღის ამბები