08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
იტალია-ავსტრიის საზღვარზე საემიგრაციო პოლიტიკა არეულობის მიზეზი გახდა

საემიგრაციო პოლიტიკა იტალია-ავსტრიის საზღვარზე არეულობის მიზეზი გახდა. დემონსტრანტები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც ბრენერის უღელტეხილზე ბარიერის აღმართვა და მიგრანტებისთვის გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება.

აქცია იტალიის მხარეს პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, ძალოვანებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს ორი პოლიციელი დაშავდა, 10 მომიტინგე კი დააკავეს.

დღის ამბები