08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ავღანეთში მასშტაბური ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

ავღანეთში მასშტაბური ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა. ტრაგედია გაზნის პროვინციაში მოხდა. გზაზე ერთმანეთს ბენზი მზიდი და ორი ავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც სამივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება ავარიის დროს დაშავებული 50-მდე ადამიანი.

მაგისტრალი, რომელზეც ავარია მოხდა, ავღანეთის დედაქალაქს ყანდაართან აკავშირებს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მძღოლის დაუდევრობა გახდა.

დღის ამბები