08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
კვლევების ბოლო მონაცემებით ჰილარი კლინტონს ტრამპე უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს

ინდიანას პრაიმერის წაგების შემდეგ ტედ კრუზის გასვლამ საპრეზიდენტო მარათონიდან, რესპუბლიკური პარტია საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. პარტიის ცნობილი სახეები, მათ შორის ჯებ ბუში, სენატორი ლინდსი გრეჰემი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი, ჯერჯერობით დონალდ ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებენ და თუ გადაწყვეტილება არ შეცვალეს, მოსალოდნელია, რომ არც პარტიის ყრილობას დაესწრებიან, ოჰაიოში, რომელზეც საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს. ტრამპმა, მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებს მწვავე კრიტიკით უპასუხა.

კვლევების ბოლო მონაცემებით, რომელსაც სხვადასხვა მედიაორგანიზაცია ატარებს, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევანი ტრამპსა და კლინტონს შორის იქნება, ჯერ-ჯერობით ჰილარი კლინტონს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს.

ამერიკის არაერთ შტატში ძალიან დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ვაშინგტონელი რესპოდენტები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შანსი არ აქვს.

თუკი არჩევნებს ჰილარი კლინტონი მოიგებს, ის იქნება პირველი ქალი პრეზიდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

დღის ამბები