08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
კემერონმა რეფერენდუმამდე ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მორიგი განცხადება გააკეთა

დევიდ კემერონმა ივნისის რეფერენდუმამდე ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მორიგი განცხადება გააკეთა.

დიპლომატებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ბლოკში დარჩენა ბრიტანეთის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

მისი თქმით, ევრო იზოლაცია ქვეყანას არასდროს დახმარებია ისტორიის მანძილზე და ევროპისთვის ზურგის შექცევა სწორი გადაწყვეტილება არ არის.

ბრიტანეთის მოქალაქეებმა ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენა 23 ივნისს უნდა გადაწყვიტონ.

დღის ამბები