08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
ტორნადო ოკლაჰომას შტატში - დაღუპულია ორი ადამიანი

ორი ადამიანი დაიღუპა ტორნადოს შედეგად შეერთებული შტატების ოკლაჰომას შტატში, არიან დაშავებულებიც. სტიქიის ამსახველი კადრები ამერიკული მედიით ვრცელდება.

ძლიერმა ქარმა მსხვილფეხა საქონელიც იმსხვერპლა, დააზიანა საცხოვრებელი სახლები. უამინდობას ამჟამად, შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ელოდებიან.

ტორნადოს მოახლოების შესახებ ხელისუფლებამ მოსახლეობა არკანზასსა და ტეხასის ნაწილშიც გააფრთხილა. 

დღის ამბები