08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ხარკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს მომხდარი სროლის გამო 4 პირი დააკავეს

ხარკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს მომხდარი სროლის გამო 4 პირი დააკავეს. არეულობა ქალაქის ცენტრში დიდების მემორიალთან მოხდა.

ერთმანეთს ახალგაზრდები და ის პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც მემორიალთან გეორგიევსკის ლენტებით მივიდნენ.

მათ გაშველებას პოლიცია შეეცადა, რა დროსაც სროლის ხმა გაისმა. დაშავდა ერთი სამართალდამცველი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები