08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
დონალდ ტრამპი ლონდონის მუსლიმ მერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეშვებას ჰპირდება

დონალდ ტრამპი ლონდონის მუსლიმ მერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეშვებას ჰპირდება. რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ის სადიკ ხანთან დაკავშირებით გამონაკლისს დაუშვებს.

ლონდონის ახლადარჩეულმა მერმა შეშფოთება გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეერთებულ შტატებში ვიზიტით ჩასვლას ვერ შეძლებს.

სადიკ ხანის სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, ამერიკაში მუსლიმებს შესვლა აუკრძალოს. ამ ინიციატივით ის პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოვიდა და მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა.

დღის ამბები