08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
თავდასხმა მიუნხენის რკინიგზის სადგურში - გარდაიცვალა ერთი გამვლელი

მსხვერპლით დასრულდა თავდასხმა მიუნხენის რკინიგზის სადგურში. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ალაჰის სადიდებელ სიტყვებს სკანდირებდა, 4 გამვლელი დანით დაჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენი სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ თავდამსხმელი სადგურშივე დააკავა. პოლიცია დამნაშავის ისლამისტებთან შესაძლო კავშირს იძიებს. თავდასხმის მოტივი კჯერჯერობით უცნობია. მიუნხენის პოლიციის ცნობით. დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.

მომხდარის გამო ფრაგინგის სადგური დროებით დაიხურა.

დღის ამბები