08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
პენტაგონი ISIS-ის ლიდერის აბუ ვაჰიბის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს

პენტაგონმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთი ლიდერის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აისისის ემირი აბუ ვაჰიბი ერაყში კოალიციის ავიაიერიშის დროს მოკლეს. მასთან ერთად დაიღუპა დაჯგუფების სამი წევრიც. თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.

პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, აბუ ვაჰიბი მძევლების სიკვდილით დასჯის ამსახველ ვიდეო-მასალებში ფიგურირებდა და პარალელურად, ერაყის ერთ-ერთ პროვინციაში ასისის ოპერაციებსაც ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები