08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
აფეთქება თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში - არის მსხვერპლი

აფეთქებას თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური პირების განცხადებით, დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რაოდენობამ კი 45-ს მიაღწია.

აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. დანაღმული მანქანა, პოლიციის ავტომობილს შეეჯახა, რომლითაც სამართალდამცველებს ქურთთა მუშათა პარტიასთან კავშირში ეჭვმიტანილი გადაჰყავდათ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ძალოვანები მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ.

დღის ამბები