08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
ნადია სავჩენკოს რუს სამხედროებზე გაცვლის პროცესი შესაძლოა ჩაიშალოს

ნადია სავჩენკოს რუს სამხედროებზე გაცვლის პროცესი შესაძლოა ჩაიშალოს. ამის შესახებ უკრაინაში გასამართლებული რუსი ჯარისკაცების ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა შესაბამის ნაბიჯებს არცერთი მხარე არ დგამს. რუსი ჯარისკაცების უფლებადამცველის ამ განცხადებას უარყოფს სავჩენკოს ადვოკატი.

მარკ ფეიგინი აცხადებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის პატიმრების გაცვლის საკითხზე მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და სავჩენკოს უკრაინაში მას შემდეგ დააბრუნებენ, რაც რუსი სამხედროებისთვის გამოტანილი განაჩენი ამოქმედდება.

პატიმრებს სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაცვლიან.

დღის ამბები