08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ქალაქს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა პირველი ბირთვული ბომბი ჩამოაგდეს, ბარაკ ობამა ეწვევა

ბარაკ ობამა ჰიროსიმაში ვიზიტს გეგმავს - ქალაქს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა პირველი ბირთვული ბომბი ჩამოაგდეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი 27 მაისს ეწვევა.

ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ჰიროსიმას ეწვევა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბარაკ ობამა ბირთვული შეტევის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალს მოინახულებს, თუმცა 1945 წლის 6 აგვისტოს იერიშის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ობამას გეგმას მიესალმებიან ტოკიოში. იაპონიის პრემიერმინისტრის შეფასებით, ჰიროსიმაში ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე სამყაროში ბირთვული განიარაღების პროცესის მნიშვნელობას.

დღის ამბები