08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
დღეს ფრანგულ რივიერაზე კანის რიგით 69-კინოფესტივალი იხსნება

ლაჟვარდოვან სანაპიროზე მსოფლიო კინოს ვარსკვლავების დასახვედრად ემზადებიან. დღეს საღამოს ფრანგულ რივიერაზე კანის რიგით 69-კინოფესტივალი იხსნება.

კანში უკვე იმყოფებიან ჟიურის წევრები, რომლებმაც 21 საკონკურსო ნამუშევარი უნდა შეაფასონ და საუკეთესო აარჩიონ. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინომარათონი ლაჟვარდოვან სანაპიროზე 12 დღეს გაგრძელდება.

ამ პერიოდში კანში კრისტენ სტუარტს, შარლიზ ტერონს, ჯორჯ ქლუნის და ჯასტინ ტიმბერლეიკს ელოდებიან.

ფესტივალი ტრადიციულად წითელი ხალიჩით და ვუდი ალენის ახალი ფილმის ჩვენებით გაიხსნება.

დღის ამბები