08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ტერაქტი ერაყში - დაღუპულია 64 ადამიანი

64 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ერაყში. ტერორისტების სამიზნე შიიტებით დასახლებული ქალაქის - სადრ სიტის ხალხმრავალი ადგილი გახდა. დანაღმული ავტომობილი სილამაზის სალონთან ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა.

პოლიციის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, უმრავლესობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

შემთხვევის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები