08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ევროპარლამენტმა თურქეთისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების გეგმაზე მუშაობა შეაჩერა

ევროპარლამენტმა თურქეთისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების გეგმაზე მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ბრიჯიტ სიპელმა
საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.

გავრცელებული ცნობით, მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა მიიღო და მიზეზად თურქეთის მიერ ევროკავშირის კრიტერიუმების შეუსრულებლობა დაასახელა.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

დღის ამბები