08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ავსტრალიაში 5 ისლამისტი დააკავეს - დაკავებულები დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას გეგმავდნენ

ავსტრალიაში 5 ისლამისტი დააკავეს, რომლებიც დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებას გეგმავდნენ.

ერთ-ერთი დაკავებული ცნობილი სასულიერო პირია. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები ახლოაღმოსავლეთში გადასვლას ინდონეზიის გავლით ცდილობდნენ.

სამართალდამცველებმა რეიდი იმ დროს ჩაატარეს, როდესაც ისლამისტები ქვინსლენდის პორტიდან ნავით გამგზავრებას აპირებდნენ.

ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა 100- ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც დღეს ერაყსა და სირიაში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სახელით იბრძვიან.

დღის ამბები