08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
რუმინეთის ბაზაზე დღეს ნატოს ცენტრი გაიხსნება

რუმინეთის ბაზაზე დღეს ნატოს ცენტრი გაიხსნება, სადაც ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იქნება განთავსებული. ე.წ. იჯისის სისტემები ალიანსის წევრ ქვეყნებს შესაძლო ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმისგან დაიცავს.

ობიექტის გახსნის ცერემონიას, რომელიც დევესელუს ბაზაზე გაიმართება, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრება.

შეერთებულმა შტატებმა და ალიანსმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, თუმცა მოსკოვი ცენტრის გახსნას შეცდომად აფასებს და დასავლეთს ბირთვული შეიარაღების შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები