08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე შეთანხმების მიღწევის იმედს კარგავს

თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე შეთანხმების მიღწევის იმედს კარგავს. ევროკავშირის საკითხებში მინისტრის განცხადებით, თურქეთის ანტიტერორისტულ კანონში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იქნება.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად ოფიციალურ ანკარას 5 კრიტერიუმის დაკმაყოფილება დარჩა, ერთ-ერთი კი სწორედ ანტიტერორისტული კანონის შეცვლაა. ამ საკითხზე გუშინ ევროპარლამენტშიც გაიმართა შეხვედრა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თურქეთი ევროკავშირის ყველა მოთხოვნას შეასრულებს.

დღის ამბები