08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
ბერლინში ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ბერლინში ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ მთავარ საკითხებზე, რომელიც დონბასში ვითარების დარეგულირებას ითვალისწინებს.

განიხილეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხიც. სერგეი ლავროვმა მხარეებს საარჩევნო კანონის საკუთარი ვერსია გააცნო, თუმცა, მისი წინადადება მისმა უკრაინელმა კოლეგამ არ გაიზიარა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სადაო თემების განხილვა საკონტაქტო ჯგუფის დონეზე გაგრძელდება და მხარეები კომპრომისის მიღწევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

დღის ამბები