08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
უკრაინელმა სამართალდამცველებმა 2015 წელს იტალიაში მოპარული 17 ნახატი იპოვეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა 2015 წელს იტალიაში მოპარული 17 ნახატი იპოვეს. ტილოების ღირებულება 17 მილიონ ევროს აღემატება.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ისინი ოდესის რეგიონში, მოლდოვის საზღვრის მახლობლად, პაკეტებში გახვეული აღმოაჩინეს. ნახატებს შორის არის ტინტორეტოსა და რუბენსის ნამუშევრებიც.

გავრცელებული ცნობით, ისინი 2015 წლის ნოემბერში იტალიის ქალაქ ვერონის მუზეუმიდან სამმა შეიარაღებულმა პირმა მოიპარა.

დღის ამბები