08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
კანში 69-ე კინოფესტივალი გაიხსნა

კანში 69-ე კინოფესტივალი გაიხსნა. ტრადიციულად, ფესტივალების სასახლის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე პირველები ჟიურის წევრები გამოჩნდნენ.

წელს 21 საკონკურსო ფილმს შორის ჟიური საუკეთესოს ამერიკელი რეჟისორის, ჯორჯ მილერის ხელმძღვანელობით გამოავლენს. კინომარათონი უკვე მესამედ, ვუდი ალენის ფილმის ლამაზი ხალხის ჩვენებით გაიხსნა. ეს ამერიკელი რეჟისორის 49 ნამუშევარია და საკონკურსო ფილმების სიაში შესული არ არის.

ფესტივალი 22 მაისს დაიხურება და ოქროს პალმის რტოს მფლობელის ვინაობაც სწორედ ამ დღეს გაირკვევა.

დღის ამბები