08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა

ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა. დებატები პარლამენტის ზედა პალატაში 20 საათს მიმდინარეობდა, საბოლოოდ სენატორთა უმრავლესობამ დილმა რუსეფის გადადგომას მხარი დაუჭირა.

პრეზიდენტს ბრალად ედება საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გამოყენება და გადასახადების დამალვა.

სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ დილმა რუსეფს 6 თვით შეუჩერდა უფლებამოსილება. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო სწორედ ამ ხნის განმავლობაში მიიღებს.

ქვეყნის ლიდერის მოვალეობას დროებით ვიცე პრეზიდენტი შეასრულებს.

დღის ამბები