08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გახდა

უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გახდა. პოსტზე ფრაქცია პეტრე პოროშენკოს ბლოკის ლიდერის დანიშვნას 264-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა რადაში გამართული კენჭისყრის დასრულებისთანავე მოაწერა, მანამდე კი იური ლუცენკოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს.

პრეზიდენტ პოროშენკოს შეფასებით, ლუცენკო ახალ თანამდებობაზე მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით და არა პირადი ინტერესებით იხელმძღვანელებს.

დღის ამბები