08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
თურქეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ სარიკამისში მოხდა. სავარაუდოდ, ქურთი მებრძოლები სატვირთო მანქანაში ასაფეთქებელ მოწყობილობებს აწყობდნენ, როდესაც აფეთქება მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მებრძოლია.

რამდენიმე საათით ადრე აფეთქება მოხდა სტამბოლშიც. სამხედრო ყაზარმასთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ამოქმედდა. ამ შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ორივე აფეთქებაზე პასუხისმგელობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები