08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ბრიტანულმა ავიაგამანადგურებლებმა 3 რუსული სამხედრო თვითმფრინავი შეაჩერეს

ბრიტანულმა ავია გამანადგურებლებმა სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი შეაჩერეს, რომლებიც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს აგრესია უწოდა და განაცხადა, რომ ფრენის დროს რუსულ თვითმფრინავებს საიდენტიფიკაციო კოდის სიგნალი არ გადაუციათ და არც გაფრთხილებაზე რეაგირებდნენ.

მას შემდეგ, რაც რუსებმა უკან დაიხიეს, ბრიტანული ტაიფუნები კვლავ ესტონეთის ავია ბაზაზე დაბრუნდნენ. გაერთიანებულმა სამეფომ ავია გამანადგურებლები ბალტიისპირეთის რეგიონში ნატოს კოლექტიური თავდაცვის მისიისთვის 3 კვირის წინ გაგზავნა.

დღის ამბები