08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად ჰესბოლას ლიდერი დაიღუპა

სირიაში საჰაერო იერიშის შედეგად ჰესბოლას ლიდერია მოკლული. ლიბანის ექსტრემისტულ დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ მუსტაფა ბადრედინი ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. შეტევა სირიისა და ლიბანის სასაზღვრო ზონაში სამი დღის წინ განხორციელდა.

ბადრედინი ჰააგას ტრიბუნალის მიერ ყოფილი პრემიერის - რაფიკ ჰარირის მკვლელობისთვის იძებნებოდა. ის 2005 წელს მომხდარი თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა. მუსტაფა ბადრედინაი "ჰესბოლაში" კონტრდაზვერვის მეთაურის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები