08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
დონალდ ტრამპმა გავლენიან რესპუბლიკელებთან შეხვედრების სერია დაიწყო

დონალდ ტრამპმა გავლენიან რესპუბლიკელებთან შეხვედრების სერია დაიწყო. პირველი მოლაპარაკება პრეზიდენტობის კანდიდატმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან პოლ რაიანთან გამართა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მილიარდერის მხარდასაჭერად ჯერ მზად არ არის. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რაიანმა ტრამპთან მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

დიდი ხანია რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს. უმეტესობა პარტიის კონგრესზე მისი კანდიდატურის დასახელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პოლ რაიანის თქმით, სწორედ ამიტომ რესპუბლიკურ პარტიაში მნიშვნელოვანია ერთიანობა, თუმცა ამის მიღწევას დრო სჭირდება.

დღის ამბები