08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ახალი მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა

ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ფიცი დადო და ახალი მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა. მიშელ ტემერის მთავრობის დამტკიცების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მიშელ ტემერმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე დილმა რუსეფი ჩაანაცვლა, რომლის წინააღმდეგაც პარლამენტმა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. 180 დღის ვადაში სენატორებმა რუსეფის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უნდა შეისწავლონ.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არგუმენტებს იმპიჩმენტისთვის საკმარისად არ ჩათვლის, დილმა რუსეფი პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდება. იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას ბრაზილიაში რუსეფის მხარდამჭერთა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

დღის ამბები