08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ესტონეთში ნატო-ს მასშტაბური სწავლება "გაზაფხულის შტორმი 2016" დაიწყო

ესტონეთში ნატო-ს მასშტაბური სწავლება "გაზაფხულის შტორმი 2016" დაიწყო. მანევრები რუსეთის საზღვრთან ახლოს, ვორუს რეგიონში მიმდინარეობს.

წვრთნებში მონაწილეობისთვის ქალაქ რაპინაში 10 ქვეყნის 6 000 სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული. სამხედროები დასახლებულ ტერიტორიაზე პოტენციური თავდასხმის მოგერიებასა და თავდაცვის ტაქტიკური უნარების გამომუშავებაში ვარჯიშობენ.

ნატო-ს მეთაური, რომელიც სწავლებას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ წვრთნები უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე დაიგეგმა და იმ პირობებში, როდესაც პუტინის რეჟიმის მხრიდან მუდმივად ისმის აგრესიული რიტორიკა, ნატო-ს მოკავშირეებისთვის მსგავსი პროგრამების განვითარება აუცილებელია. 

 

 

ფოტო არქივიდან 

დღის ამბები