08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის 5 ქვეყნის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ბარაკ ობამა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. ამ საკითხზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ ევროპის 5  ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე შეთანხმდა.

მოლაპარაკებები ფინეთის, შვედეთის, დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის პირველ პირებთან თეთრ სახლში გაიმართა და მისი მთავარი თემა რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხე იყო.

ლიდერების შეფასებით, დასავლეთის სანქციები ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ მანამდე უნდა იყოს ძალაში, სანამ უკრაინაში რუსეთის აგრესია არ დასრულდება.

სამიტის მონაწილეებმა მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდეს მინსკის შეთანხმების შესრულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემისკენ. 

დღის ამბები