08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
პუტინი დასავლეთს ემუქრება

პუტინი აშშ-ს რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსებისთვის აკრიტიკებს.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი იძულებულია, ადექვატური ზომები მიიღოს საფრთხის შესამცირებლად.

მისივე თქმით, რუმინეთში განთავსებული სისტემები შეერთებული შტატების სტრატეგიული ბირთვული პოტენციალის ნაწილია და არა თავდაცვითი სისტემები.

იჯისის ტიპის კომპლექსები რუმინეთში ნატოს ავიაბაზაზე დამონტაჟდა. ცერემონიას ალიანსის გენერალური მდივანიც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს სისტემები რუსეთს არანაირ საფრთხეს უქმნის. 

ანალოგიური ბაზის მშენებლობა გუშინ პოლონეთშიც დაიწყო. 

დღის ამბები