08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ხანძარი მადრიდში - 10 ჰექტარ მიწის ფართობზე 70 ტონა საბურავი იწვის

მადრიდის მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მიზეზი ხანძარია, რომელიც იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც ძველ საბურავებს ყრიან.

ცეცხლი 10 ჰექტარ მიწის ფართობს უკიდია და მისი ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

მაშველების განცხადებით, ტერიტორიაზე დაახლოებით 70 ტონა საბურავი იწვის. მომწამვლელი კვამლი კი უკვე მადრიდის გარეუბნებს უახლოვდება.

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები