08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
რუსეთის სპეცსამსახურები რადიკალ ისლამისტებს ერაყსა და სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდნენ - როიტერსის გამოძიება

რუსეთის სპეცსამსახურები რადიკალ ისლამისტებს ერაყსა და სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდნენ - გამოძიება ამ საკითხზე სააგენტო როიტერსის ჟურნალისტებმა ჩაატარეს. მათ ასეთ ექვს მებრძოლს მიაკვლიეს.

ჟურნალისტების ვარაუდით, რუსეთის ხელისუფლება ისლამისტებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაში ტერაქტების თავიდან ასაცილებლად ეხმარებოდა.

როიტერსის ცნობით, მსგავსი სქემა, მინიმუმ, 2014 წლის ბოლომდე მოქმედებდა, განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა კი სოჭში ზამთრის ოლიმპიადის წინ მოხდა, რადგან მაშინ რუსეთის ხელისუფლება შიშობდა, რომ რადიკალები თამაშების დროს თავდასხმების მოწყობას შეეცდებოდნენ.

დღის ამბები