08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ერაყში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში 16 ადამიანი ემსხვერპლა.

სამმა შეიარაღებულმა მებრძოლმა კაფეში გახსნა ცეცხლი, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი. დაიღუპა 12 ადამიანი, 25 კი დაშავდა.

თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ სამართალდამცველებმა ერთ-ერთმა თავდამსხმელის კვალს მიაკვლიეს, თუმცა მან თავი აიფეთქა და 4 პოლიციელი იმსხვერპლა. 

დღის ამბები