08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
აშშ-ში მცხოვრებმა ოჯახმა 429 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯეკპოტი მოიგო

ცნობილი გახდა შეერთებულ შტატებში ფაუერბოლის გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა. 429 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯეკპოტი ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა სმიტების ოჯახმა მოიგო.

ორი ბილეთი 70 წლის ქალმა გასულ კვირას ექვს დოლარად იყიდა, ერთ-ერთი კი იღბლიანი აღმოჩნდა.

ქალი აცხადებს, რომ მოგებულ თანხას თავის 7 შვილს გაუნაწილებს.

ეს შეერთებული შტატების ლატარიის ისტორიაში მეცხრე ყველზე დიდი ჯეკპოტია.

დღის ამბები