08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ჰესბოლა სამხედრო მეთაურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ექსტრემისტებს აკისრებს

ჰესბოლა სამხედრო მეთაურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ექსტრემისტებს აკისრებს, თუმცა კონკრეტულ დაჯგუფებას არ ასახელებს.

ლიბანში მოქმედი რადიკალური შიიტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მუსტაფა ბად-რედინი, დამასკოს აეროპორტის მახლობლად მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.

იერიშის განხორციელებაში ჰესბოლამ თავდაპირველად ისრაელი დაადანაშაულა, თუმცა მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბად-რედინი ისლამისტი მებრძოლების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა.

55 წლის მუსტაფა ბად-რედინი 2011 წლიდან სირიაში ჰესბოლას სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა. დაჯგუფების წევრები ბაშარ ასადის სამთავრობო ძალების მხარეს იბრძვიან.

დღის ამბები