08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
სპეცოპერაცია დაღესტანში - სამართალდამცველებმა 4 მებრძოლი მოკლეს

დაღესტანში სამართალდამცველებმა 4 მებრძოლი მოკლეს. სპეცოპერაცია დერბენრში ჩატარდა.

კონტრ-ტერორისტული სამსახურის თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს სახლი, რომელსაც მებრძოლები აფარებდნენ თავს და რამდენიმესაათიანი შეტაკების შემდეგ შენობა შტურმით აიღეს.

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია დერბენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალოვანები მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად მივიდნენ, შენობაში მყოფებმა კი ცეცხლი გახსნეს.

ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულია ერთი ძალოვანი, 15 კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები