08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
სირიაში ISIS-სა და მეამბოხეებს შორის მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს

სირიაში, ალეპოს რეგიონში, მეამბოხეებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს.

გავრცეებული ინფორმაციით, მეამბოხეებმა ბრძოლების შედეგად ISIS-ს უკან დაახევინეს და ორ სოფელზე აღადგინეს კონტროლი.

ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, ტერორისტებმა დასავლეთ რეგიონში სოფელი ალ-ზარა აიღეს და 19 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ასადის არმიამ კონტროლი აღადგინა ქალაქ დეი ეზ-ზორში მდებარე საავადმყოფოზე, რომელიც ISIS-მა 2 დღის წინ დაიკავა.

უფლემადამცველების ინფორმაციით, შტურმის შედეგად, სულ მცირე, 35 სამხედრო დაიღუპა. 

დღის ამბები