08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
სან პაულოში ღარიბთა დასახლება დაიწვა

სან პაულოში ღარიბთა დასახლება დაიწვა. ხანძარი ბარაკების უბანში საღამოს გაჩნდა და მალევე მთელ ქუჩას მოედო.

მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის 6 საათი დასჭირდათ.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ადგილზე მისულმა მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია დროულად შეძლეს.

ცეცხლმა 120 საცხოვრებელი გაანადგურა. დაზარალებული მოსახლეობა დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს, რომელიც ადგილობრივ სკოლასა და ეკლესიაში განლაგდა.

რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები