08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ლონდონის ყოფილმა მერმა ევროკავშირი ჰიტლერსა და ნაპოლეონს შეადარა

ლონდონის ყოფილმა მერმა ევროკავშირი ადოლფ ჰიტლერსა და ნაპოლეონ ბონაპარდს შეადარა.

განცხადება ბორის ჯონსონმა, რომელსაც დევიდ კემერონის შესაძლო შემცვლელად მიიჩნევენ და, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა, გამოცემა ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ჯონსონის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, მთელი ევროპა ერთიანი ხელისუფლების ქვეშ გააერთიანოს ისევე, როგორც ჰიტლერი და ნაპოლეონი ცდილობდნენ, თუმცა ამისთვის განსხვავებულ მეთოდებს იყენებს.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს მცდელობა ამჯერადაც წარუმატებელი იქნება, რადგან ევროპის იდეას ლოიალურობა არ ჰყოფნის.

"არ არსებობს ერთიანი ძალაუფლება, რომელსაც ყველა ერთნაირად გააცნობიერებს და პატივს სცემს. სწორედ ამიტომ ჩნდება დემოკრატიული ვაკუუმი," - აცხადებს ბორის ჯონსონი და ფიქრობს, რომ 23 ივნისს დანიშნულ რეფერენდუმზე ბრიტანელები ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერენ მხარს.

დღის ამბები