08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ტერაქტი იემენში - დაიღუპა 25 და დაშავდა ათეულობით ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა ტერაქტს იემენში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, ათობით დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფრომაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა პოლიციის რეკრუტები არიან.

ტერაქტი ქალაქ ელ-მუკალაში მოხდა, რომელის ნაწილსაც ბოლო პერიოდში ალ-ქაიდა, ნაწილს კი ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა. სამთავრობო ძალებმა ქალაქზე კონტროლი აპრილის ბოლოს დაიბრუნეს.

დღევანდელ ტერაქტზე პასუხისმგებლობა კი ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

 

 

დღის ამბები