08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
დაღესტანში შტურმის დროს ლიკვიდირებული მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს წევრები იყვნენ

დაღესტანში შტურმის დროს ლიკვიდირებული მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს წევრები იყვნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ტერორისტულ სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ სპეცოოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 4 მებრძოლი მოკლეს, თუმცა მათ ვინაობას შინაგან საქმეთა უწყება არ ასახელებს.

შეტაკება მებრძოლებსა და კონტრ-ტერორისტული სამსახურის თანამშრომლებს შორის დერბენტში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ძალოვანებმა ალყაში მოაქციეს სახლი, რომელსაც მებრძოლები აფარებდნენ თავს და რამდენიმე საათიანი შეტაკების შემდეგ შენობა შტურმით აიღეს.

ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულია ერთი ძალოვანი, 15 კი მძიმედ დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები