08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
სირიაში დაჯგუფება ჯაბჰატ ან-ნუსრას საველე მეთაური მოკლეს

სირიაში დაჯგუფება ჯაბჰატ ან-ნუსრას საველე მეთაური მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ბელგიიდან სირიაში წასული ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერი ქალაქ იდლიბში ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად ოპერაციას დაჯგუფების 16 წევრი ემსხვერპლა.

ალეპოს რეგიონში კი მეამბოხეებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის მასშტაბური შეტაკებები მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ მეამბოხეებმა ორ სოფელზე აღადგინეს კონტროლი. დასავლეთ რეგიონში კი ტერორისტებმა სოფელი ალ-ზარა აიღეს და 19 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ასადის არმიამ კონტროლი აღადგინა ქალაქ დეი ეზ-ზორში მდებარე საავადმყოფოზე, რომელიც ISIS-მ 2 დღის წინ დაიკავა.

უფლემადამცველების ინფორმაციით, შტურმის შედეგად სულ მცირე 35 სამხედრო დაიღუპა

დღის ამბები