08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ოლდ ტრაფორდზე ევაკუაცია გამოცხადდა

ოლდ ტრაფორდზე ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ფინალური მატჩი პრემიერ ლიგაში სტადიონზე აღმოჩენილი საეჭვო შეფუთვის გამო ჩაიშალა.

პოლიციამ გულშემატკივრების სრული ევაკუაცია მოახდინა.

ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო ჩაიშალა, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე ოფიციალური განცხადება გააკეთა მანჩესტერ იუნატიდის ხელმძღვანელობამ – “სტადიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო მატჩი დღეს აღარ ჩატარდება”.

დღის ამბები