08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ ანკარაში ოპოზიციური პარტიის კონგრესი ჩაშალა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში ოპოზიციური პარტიის კონგრესი ჩაშალა. სამართალდამცველებმა იმ სასტუმროს შესასვლელები გადაკეტეს, სადაც სხდომა უნდა შემდგარიყო. გარეთ შეკრებილი 500-მდე ადამიანი კი წყლის ჭავლით დაშალეს.

საგანგებო შეხვედრაზე პარტიის ლიდერის გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ. ნაციონალისტური პარტიის ლიდერი მხარს უჭერს საპარლამენტო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, თუმცა, ნაციონალისტების უდიდესი ნაწილი ინიციატივის მოწინააღმდეგეა. პარტიის ხმები გადამწყვეტია საკითხის კენჭისყრისას.

დღის ამბები