08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
სტამბოლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

სტამბოლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მალტეპეს რაიონში ხელნაკეთი ბომბი იმ დროს ამოქმედდა, როდესაც ესტაკადის ქვეშ მსუბუქ ავტომანქანას უნდა გაევლო.

მოწყობილობის ნამსხვრევები ავტომობილში მყოფ ორ ადამიანს მოხვდა. მათთან ერთად დაშავდა ორი გამვლელიც. ყველა მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. აფეთქების შედეგად დაზიანდა გზაზე მიმავალი რამდენიმე მანქანაც.

ტერაქტების გაშუქებაზე თურქულ მედიას შეზღუდვები აქვს დაწესებული. ამიტომ მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

დღის ამბები