08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის - 8 ტონა კოკაინი დააკავეს

კოლუმბიელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის - 8 ტონა კოკაინი დააკავეს. სპეცოპერაცია პანამის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ტურბოში ჩატარდა.

ნარკოტიკული საშუალებები ბანანის პლანტაციაში იყო დამალული და ის, გამოძიების ვარაუდით, ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. პოლიციამ 3 ეჭვმიტანილიც დააკავა, კიდევ 3-მა კი მიმალვა შეძლო.

ეს კოლუმბიის ტერიტორიაზე სამართალდამცველების მიერ ამოღებული კოკაინის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

დღის ამბები