08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
უინძორის სასახლეში ბრიტანეთის დედოფლის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართა

უინძორის სასახლეში ბრიტანეთის დედოფლის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართა. ელისაბედ მეორე ღონისძიებაზე სამეფო ეტლით მივიდა.

მის პატივსაცემად ცნობილი სიმღერები შეასრულეს შოუბიზნესის ვარსკვლავებმა. ასევე მოეწყო სპეციალურად დადგმული შოუ, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაყვანილი 1000 ცხენი მონაწილეობდა.

ელისაბედ მეორის დაბადების დღეს ბრიტანელები ოფიციალურად 11 ივნისს აღნიშნავენ. ლონდონში ამ დღეს საზეიმო აღლუმები მოეწყობა.

დღის ამბები