08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
აშშ მზადაა ლიბიის მთავრობის შეიარაღება უზრუნველყოს

შეერთებული შტატები მზად არის ლიბიის მთავრობის შეიარაღება უზრუნველყოს, რომელიც ამჟამად ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა.

შეერთებული შტატების გარდა, შეიარაღების პროცესს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ამჟამად ბრძოლები ლიბიის ტერიტორიაზე ქალაქ მისრატას მახლობლად მიმდინარეობს, სადაც ისლამურ სახელმწიფოს სირიისა და ერაყის საზღვრებს გარეთ ყველაზე დიდი ბაზა აქვს მოწყობილი.

ლიბიის ხელისუფლებას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს მხარდაჭერაც აქვს.

დღის ამბები